პოეზია · ლირიკა
ვუახლოვდები ოთხმოცს
მომწყინდა გოტიეს _კამეები და ემალები:ფეხბურთებს ვუყურებ და სიბერეს ვემალები.თითქოს დანაღმულ ხიდსა დათითქოს მძინარე ავაზას _ვუახლოვდები, ასაკმა ნაკრძალი შემომთავაზა.უცნობი თვალი სუფთა ფურცელს მითვალიერებს:რა ამოავსებს რითმებს შორის სიცარიელეს?!მადლობა ღმერთს: ცენზურა ვეღარ დამამუნჯებს,სხვას არ ვერჩი: საკუთარს ვაყაჩაღებ უჯრებს.პირველად იყო სეტყვა, მერე _ წვიმა და თოვლი,მერე: "დაიცა, ქალავ!", მერე: "დაგიბრმეს თოლი!".ვაკეში, სადაც დაეცა ყვავილი თავის ქალაში,მე უნდა გადავარჩინო მემორიალი გალასი.მარუხის ღამეშიდავლანდე ფარაჯა:მურმანის ხმა მესმის,მურმანი არა ჩანს.ჩანს მთაწმინდა დამთაწმინდის კიპარისები ჩანან:ვეღარასოდეს ვერ დამირეკავს ანა.როგორც ხვალის განაჩენს,როგორც მსაჯულს ხვალის _ისე ვუახლოვდები კიბის მერვე ხარისხს.აგერ, ჩემმა ვარდობისთვემნატახტართან დადგა ტახტი:შარშან უფრო ლამაზები,უფრო ქართველები გახლდით:ვანსხვავებდით მერყევსა და მედგარს,გვამართლებდა დროის ინტერვალი:ცალი ფეხი აზიაში გვედგა,ევროპისკენ გაგვირბოდა თვალი.გადაიდო სახვალიო პაემანი,საგაისო ლექსნი ანუ პოემანი.ჩემმა მოლოდინმა ფეხივით აითრია _ჩემი აღსარების აშკარა არითმია.ჩასაფრებულ ცუნამს დაჩასაფრებულ ტორნადოს _ისე ვუახლოვდები, როგორც ორ ელდორადოს.ხანა შაირთა და მაჯამათამიდის: ვერლიბრმა დამაშამათა.დავშიფრე სპარსთა თრობაი:ომარის ომარობაი.ყველგან, სადაც ისლამია,კითხულობენ "ვისრამიანს",სიცოცხლეში გამახარე:ამ ქვეყნიდან ვის რა მიაქვს?!მომწყინდა რომანი: ვისი და რამინი,დავთვალე, ჩავთვალე ათასი `ამინი~.ათასერთი ვარდი უნდა მოვიტანო ირანიდანთქვენს საფლავთან, ქალბატონო ირაიდა!ჩემი თეთრი და წითელი ხიდეებიდან, რიონო,"მერსედესებმა" განდევნეს ეტლები სამაყრიონო.რაღა დარჩა: მიზანდარის ასარი და ბასარი,აქეთ _ "მთვრალი ხომალდი" დაიქით _ "მთვრალი ბაზარი".აქეთ _ ბერმუდის სამკუთხედს,იქით _ სცილას და ქარიბდას _ვუახლოვდები: ვერ დავდე ხელშეკრულება ქარებთან.ვარსკვლავების პირამიდა და ღრუბლების ბარიკადაიბზარება, როცა მძლავრობს ანგარიში ბარიგათა.სცენაზე _ ატომიანი _გამოდის _ ადამიანი.ცდილობს, აუქციონსგვერდი აუქციოს,რათა საუკუნეს წნევა აუწიოს.დღე ღამეს მისდევს, როგორც საყვარელს საძაგელი,და მთვარეს უყეფს ძაღლი, ანუ ყოფილი მგელი.ესარჩლება ხამი ხამს,ხამის ქება არა ხამს:არასოდეს არ დახევსხამი ხამის მოსასხამს.პირფერები კბილებს ისევ ილესავენ:ამოვიცნობ, გამოვიცნობ პირველსავე.სინიდისი მაჩქარებს:_ საცა გინდა, საცაო _სამიწე და საცაო _მოიპოვე საწყაო.მოყურიადე ეტნასა დამოყურიადე ფუძიამას _ვუახლოვდები: გამაფრთხილავულკანთა რევოლუციამაც.ეს სასახლენი კიდევ მრავალს მოინელებენ:ყველაზე მეტად გაუმარჯოს სახლის მშენებელს!დავლოცოთ ომის _ ღირსეულის _ ჰეგემონი და _ვინც მოვიდა და ვინც ვერ მოვიდა.გიჟი გალაკტიონისა _მოდის ხუტა ყუფარაძედა შეტევებს _ ყუმბარაზეუკეთესად _ უბალანსებს.მიწა _ კოცნისაა, ზეცა _ ამბორისა,ხუტამ გამახსენა მამფის მამფორიზმი:"უნდა დავლიო, ამაზეუარესს რაღას მიზამსფორტუნა: ჯანსაღ სხეულს ვერ ჩავაბარებ მიწას!".დაბერდა ლომი, ბუზღუნებს ლომი,ხანდახან კიდეც ხვნეშის:"რამდენი კარგი სუფრა ფუჭდება _ცუდი თამადის ხელში?!".თუ გინდა, ტკბილად დაბერდე და აღარ იკვნესო,მოძღვარი გვირჩევს: დაუბრუნდით ღვინის ჭიქებსო.მშობლიურმა "ენისელმა" გამახსენა ენისეი,გამირითმა "დიდებაი ქართულისა ენისაი".გენი მირჩევს და რითმა მაძალებს:_ არ დარჩე ვალში,უნდა იცეკვო, ვახტანგო,ტანგოდა არა ვალსი.მობილურებთან ერთად ვაქებ კომპიუტერებს:დედა უტირეს კრიმინალებს, ყოფა უტირეს.ვუახლოვდები თანდათან,როგორც მძინარე დინოზავრს,ჩემს უკანასკნელ სავანეს, სადგურს და სალოდინოსა.ბევრ ვინმეს უნდა ვუთხრა "ნახვამდის",ვეღარ შემაცდენს ნაღდი მხატვრის სუსტი ნახატი.ვფიქრობ, რაკი მარტოობამ მადროვა:ფიროსმანი უსათუოდ დახატავდა მათხოვარს,რომელსაც ეძებდა ჩუბჩიკა დააღმოაჩენს მეორე მირზაშვილი,რომელიც ყველას გაახარებს და მეც მისაშველებს.ხოლო მეორე სტურუა და მეორე სტანისლავსკივეღარ გაამართლებენ მესამე სტალინსაც კი.ვერ გაამართლებენ ვეღარც პოეტი და პროზაიკოსიდა ჩატოვებენ ანტიგმირების მოზაიკაში.ისევ დაიკარგება რამდენიმე გასაღები,კვლავ ვერ შერიგდებიან შეკითხვები და პასუხები,და მე თანდათან მივუახლოვდები ოთხომცს,რომელიც პასუხს მომთხოვს.