პოეზია · ლირიკა
ვინები
თქვენი ნახვა ვისურვედა გაცნობაც ვინებე,მაგრამ ვერ კი გავიგე,ვინები ხართ, ვინები?ვაკვირდები თქვენს სიტყვას,ღიმილსა და მიმიკას,თქვენს სიმღერას ვბაძავ დაჩრდილიც თქვენს ჩრდილს მიმიგავს,მაგრამ მაინც ვერასგზითგეჩვევით და მეჩვევითდა ცალ-ცალკე ვქეიფობთმაჩვივით და მაჩვივით.ენებს აირქილებენ,სუფრებს აგვირგვინებენ,სტუმრებს აპინგვინებენთქვენისთანა ვინები, -და საგულეს აწყდება -გადანერგილ გულივით -გული ჩემი - გამწყრალიუფლის განკარგულებით.დარდით დავიტვირთები,ბოღმით დავიზვინები,როცა რაებს როშავენვიგინდარა ვინები.1987