↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხორუმი

ახვლედიანი ვახტანგ

2026-07-181 წთ საკითხავი1230 ნახვა

—
მთათა დუმილი, არწივთა ფრენა,მხარული დევთა, მღვიმეთა ენა,თეთრი ნისლიდან ჩანჩქერთა ცვენაარის ქართველთა ნიჭი – ხორუმი.
აქ დაიბადა ხორუმის გენი –აჭარის მთების სიმაღლე ჩვენი.ცეკვა, რომელსაც ბანს აძლევს კლდენი,არის ძარღვი და ჯიში – ხორუმი.
`დადექ, ბიჭო, ხორუმზეო,წამოფრინდი ცერებზეო,იმითანაი დუუჭყივლე,გადიქროლოს სერებზეო!~
როგორ უხდებათ ხორუმი კაცებს,ჩაუქებსა და ბრძოლებში ნაქებთ.სხვაგან სად ნახავთ ჭაბუკებს ასეთს,ხორუმის მუღამს ვინ აიტაცებს!
მთათა დუმილი, არწივთა ფრენა,მხარული დევთა, მღვიმეთა ენა,თეთრი ნისლიდან ჩანჩქერთა ცვენაარის ღმერთების ცეკვა – ხორუმი.
ახვლედიანი ვახტანგ

ახვლედიანი ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი