↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ძმები

ახვლედიანი ვახტანგ

2026-07-181 წთ საკითხავი1219 ნახვა

—
მიფრინავენ, მიფრინავენ უმლობლად წლები,კვლავ თავს ვიყრით ახლა უკვე ჭაღარა ძმები.
გვახსენდება ბავშვობა და ვაწვალებთ ღილებსდა ვუჩივით გულდაწყვეტით დროსა და შვილებს.
ვკამათობთ და ვლაზღანდარობთ, რა დალევს სათქმელს,ძველებურად ვეღარცერთი ვერ ვიტანთ სასმელს.
ქვეყნის დიდი ისტორიის ეკლიან გზებზე,ჩვენს უცნაურ ხასიათზე, იღბალზე, ხვედრზე,
კიდევ ათას რაღაცაზე ვჭმუნავთ და ვდაობთდა ვიმრავლებთ შეუმჩნევლად ნაოჭზე-ნაოჭს.
უფრო ხშირად გვტკივა წელი, ვუჩივით გულებს,ახლო-ახლო ვუჩოჩდებით გაშანთულ ღუმელს.
ჩვენი დედის, ჩვენი მამის რა დალევს ნატვრას,მაგრამ უფრო იშვიათად ვნახულობთ საფლავს...
კიდევ ერთი დღეც რომ გადის და მარტო ვრჩები,ვვედრი გამჩენს: ღმერთო, დიდხანს მიცოცხლე ძმები.
ახვლედიანი ვახტანგ

ახვლედიანი ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი