↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ტბელის სიბრძნე

ახვლედიანი ვახტანგ

2026-07-181 წთ საკითხავი1229 ნახვა

—
ხიხას მთებით აფრენილო ერის დიდო მოძღვარო,ეტრატების შენის შუქით ვარსკვლავები მოძრაობს.
სიბრძნე შენი ზეციური ვინ გათვალოს, აწონოს,უცხოეთი ქედს გიხრიდა მეცნიერს და ასტრონომს.
ერისთავო ერისთავთა, იქნებ ბევრიც გიჭირდა,როგორც გონი, თურმე ხმალიც არანაკლებ გიჭრიდა.
მაღალმთიან აჭარიდან გასცდი დროის ყველა ზღვარს,სიბრძნე შენი მოსდევს დღესაც რვაასი წლის კალენდარს.
ცადაწვდენილ მთათა შვილო, ერის დიდო თავადო,მეცნიერთა, შემოქმედთა საქმეთ დღესაც თამადობ.
კურთხეული აჭარაა შენი მუზის მშვენება,ალბათ, მიტომ მოგვდგამს კაცში სულის ტაძრის შენება.
ხიხას მთებით აფრენილო ერის დიდო მოძღვარო,ეტრატების შენის შუქით ვარსკვლავები მოძრაობს.
ახვლედიანი ვახტანგ

ახვლედიანი ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი