↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უარი ეთქვას!

გოჩიაშვილი ელა

2003-10-122 წთ საკითხავი2974 ნახვა

—
გალაკტიონ ტაბიძის განცხადებასაქართველოს განათლების კომისარს:რადგან ვიმყოფები მეტისმეტად შევიწროებულ მდგომარეობაში უტანთსაცმელობით და უფეხსაც-მელობით, უმორჩილესად გთხოვთ, აღძრათშუამდგომლობა... გამიხსნან კრედიტი... ტანისა-მოსისა და ფეხსაცმელის მისაღებად. ფულს ნაწილ-ნაწილად მიიღებენ თვით ჩემგან... იმედი მაქვს, მხედ-ველობაში მიიღებთ ჩემს მდგომარეობას.პატივისცემით გალაკტიონ ტაბიძე1924 წ. 24 მარტი

განკარგულება: "უარი ეთქვას!"

მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, თუ არ დაგღალო,მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, _ შურით მღუარი,პალტო კი არა, გიჟის კვართი თუ არ ჩაგაცვა,თუ არ გიშხუვლო მათრახივით: ,"ეთქვას უარი!"
შენი ვალებით პირთამდე სავსემ,თუ არ ჩაგიდგა ყველა დროში თითო ფაცერი,ჩემგან გაწირულს, თუ სამშობლოდ არ მოგაჩვენოთოვლი ირიბი და ალმაცერი.
თუ არ გავერთო შენი გაძლებით,თუ არ დაგძახო ბეწვის ხიდზე: "პოეტო, ანტრე!’"მაშინ სამშობლო აღარ ვყოფილვარ,შენ თუ სიკვდილი არ მოგანატრე!
კლაკიორების ბრბოებისგან ტაშის მყიდველთაფუყე დიდებით ჩამოჟამული, _თუ არ დაყრუვდა შენ წინაშე, თუ არ დაბრმავდა,თუ არ დამუნჯდა, რაა მამული.
უარი ეთქვას გ.ტაბიძეს! როგორც წესია:მოკვდავს _ სასახლე, უკვდავს _ ბოსელი;აჰა, მამულის შხამიანი ღორღი და ქვიშა, _შენი პური და შესამოსელი!
იარე ახლა ფეხშიშველამ... "გზა არის ცხელი..."წითლად გაკვალე მარადისობა...ფეხისგულებით არა მხოლოდ ცვარი მამულის,მისი ეკლებიც უკეთ იცნობა.
პალტო კი არა, გიჟის კვართი თუ არ ჩაგაცვა,თუ არ გიშხუვლო მათრახივით, _ "ეთქვას უარი,"მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, თუ არ დაგღალო,მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, _ შურით მღუარი.
...თუ გაპატია, რომ გიცნო და თვითვე აღმართადაფნა, საშენოდ შემორკალული,თუ თვითმკვლელივით არ მიგაგდო ღია სარკმელთან,თუ გაპატია, რომ უყვარხარ, _ რაა მამული...
გოჩიაშვილი ელა

გოჩიაშვილი ელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი