↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სულაც არ ბნელა!

გოჩიაშვილი ელა

2019-05-131 წთ საკითხავი1958 ნახვა

—
ბნელა, ძალიან ბნელა,და არის ცხადზე ცხადი -იჭრება დაფნის ტყეებიდა უსაბუთოდ გადის.
ბნელა, პარნასზე ბნელა,დგას ლაწალუწი ტოტების...კონტრაბანდული დაფნითთქვენ სადღა მოებღოტებით!
აქ უბნელობა არ გადის,არც - ჯიქურ მოფრენები;ვაკეში ვაკელები ხართ,პარნასზე - სოფლელები.
არ გაჭენდება ჯაგლაგი,ხმა ჩაიწმინდეთ ჯერეთ;მაგ კინტაური ლექსებითპარნასს ვერ აამტვერებთ!
ვაკეში არის „პარნასი“ –წიგნების მაღაზია;პარნასზე - ვაკე არ არის,პარნასი - მაღალზეა!
აქ ბევრი გაასილაქეს -უბანში ნაფერები;აქ სხვანაირი ჰავაა,სხვანაირი გაფრენები.აქ სხვა წამალზე სხედან,აქ სხვა კაიფი მოსულა;აქ სხედან, სეფელექსებზევინც ღმერთმა დააორსულა.
ჩვენი ამაყი დუმითროდემდე გახეიროთ;ვაკეში - კაი ბიჭი ხარ,პარნასზე - ვაკეირო...
იცით და - ვითომ არ იცითთქვენ ჩვენი სახელები;იცით და - ცდილობთ არცოდნასცოფით და გახელებით:ვაკეში სოფლელები ვართ,პარნასზე - ვაკელები!
გოჩიაშვილი ელა

გოჩიაშვილი ელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი