პოეზია · ლირიკა
დიდუბე
სახით გამოგეკიდე!ტანი არ მიშვებს ,ბრტყელია მიწა, აქედან, ალბათ,თოვლიანი ქედივით ვჩანვარ,ყველა თეთრი ლაქა მტკივა,მაგრამ ეს არ ისმის,სახის გამომეტყველებას კი ვრეცხავ,თუ გამიჭირდა ნაოჭების აკრეფა,ბაზარში ვყიდულობ,რძის კრიალა პირით გელაპარაკებიმარტივი სიხარული უფრო მოგიხდება,ვიდრე სამართებლისხმიანი დეკლამატორიდავიღალეთ სირთულით -მაიოლის მრგვალმა ფორმებმაბორბლებივით გადაგიარა,ყველა ძვალზე მარილი მტკივათოვლის ხმა გესმის?შუშის თითებით დაკრული ჰაიდნი?მთელი სამყაროს ნევროზმამოიცალა ჩვენთვის?რამდენ ხანს გაგყვება ეს მუსიკა,ხელი რომ მომკიდა გულზედა შენთან მომიყვანა?შაკიკი მქონდა,თვალები შუბლზე ამდიოდადა იქ მეხუჭებოდა...სანამ კედელივით შემოგეფცქვნები,სანამ მიხვალ ძალიან ღრმა მიწამდე,ვერ ვიტყვი, რომ ბებიებისთეთრი მატყლით დაფენილამდე,ეს სხვა მიწაა,ზურგში დანებით გამართლებული,მარტო ხომ არ გაგიშვებ,სახით გამოგეკიდები...