პოეზია · ლირიკა
ბორჯომის მონატრება
ჩემო ტყეებო!ჰორიზონტს რომ ალურჯებთდა აადვილებთ,შუამდგომლობას მიწევთ მთებთან,რომ გვერდით დამიყენონ -აკვარელით დახატული ქალაქელიდა ზეთის ფერებით გამაძღარიგამიშვან უკანასე მგონია, ყველა ფოთლითფიქრობთ ჩემზე, როცა ღვიძლისიყვითლეს მაფენს სახეზესულ შემოდგომაში ვიცხოვრებდი,თქვენ რომ არა....მართმევენ თქვენს თავს,ვალებში მიქვითავენ,რადგან სხვა არაფერი მაქვს ღირებულიქალაქმაც, ნელ-ნელა, დამიწყო წაშლაოსტატურად შესრულებულ ბატალიებშივის რად უნდაჩემი კამერული პორტრეტი?