პოეზია · ლირიკა
* * * ის ყვარელში დაიბადა
ის ყვარელში დაიბადა,იმას ნანა ძიძამ უთხრა,დღეს შენ მშვიდად შეგიძლიაგაიარო წიწამურთან.შენ გამზირზე მიაბიჯებ,ღმერთ შენი კეთილია,გზას არ იცნობ ეკლიანს დატყიის მრავალწერტილიანს.ბევრჯერ,როცა კარი ცისაგანიხვნა და განიზიდა,ტაბლა-ტრაპეზ-გარდახდილიწამოსულხარ კრწანისიდან.ქებამ გვირგვინოსნებისა -თვითონ გაგამეცამეტა,ღიღინ-ღიღინ მოიარე.საწირე და მოწამეთა.ქება თანამედროვეთა -სახიფათო ანკესია:თუ ტყვიები არ გესროლეს,ისე ვარდებს არ გესვრიან.შენ არც მაშინ არ გესვროდნენფანჯრიდან თუ აივნიდან,ეტლი შენიწიწამურშიზარ-ზეიმით გაივლიდა.1987