პოეზია · ლირიკა
* * * და იპოვნა კაცმა თოკი
და იპოვნა კაცმა თოკი, -განა მარტო თოკი?რა იცოდა? მოჰყვებოდა,როგორც მძიმე ბორკილს.იმ თოკს რაში მოჰყვებოდა, -განა მარტო რაში?რა იცოდა?! დაბოღმილიბრუნდებოდა სახლში.რაშს მოჰყავდა ოქროს ეტლი, -განა მარტო ეტლი?რა იცოდა?! გულს უკლავდადარდი მეტისმეტი.შიგ ეძინა მზეთნახავს...რა იცოდა კაცმა?!მოდიოდა, ბორკილივითმოათრევდა ბაწარს.უცებ რაღაც გადაწყვიტა,შეუხვია მარცხნივ:თოკი ჰქონდა,ხეს ეძებდა - ბედნიერი კაცი.1976