↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ერთ სოფელში ერთხელ ერთი

ჯავახაძე ვახტანგ

2011-11-121 წთ საკითხავი26996 ნახვა

—
ერთ სოფელში ერთხელ ერთიბერიკაცი ცხოვრობდა,ერთხელ ერთი ბერიკაცი ცოლმა გააბოროტა.ერთი მაგრად გამოთვრა დასათქმელს ჩაჰყვა ბოლომდე:- რატომ, რატომ, რატომ, რატომ,რატომ გამაბოროტე?..ცოლმა უთხრა:-კარგი ერთი, ვეღარა გცნობ ბოლო დროს,ერთმა სიტყვამასე როგორ უნდა გაგაბოროტოს?!არ დამშვიდდა ბერიკაცი, კაფა გაუკაფავი,ერთი სიტყვით,ერთ სოფელში ატყდა ერთი ამბავი.მერე უცებ გაიბუტა ბერიკაცი ღრენნიადა ოჯახში ორი ღერი სიტყვაც არ დასცდენია.მიატოვა სამი შვილი და ოთხივე ბადიში,ორღბეში გაეხირა, როგორც თევზი ბადეში.ხუთი ვერსი გაიარა, გზაზე გიჟად მონათლეს,ექვსი ოქრო უწყალობა გაუქმებულ მონასტერს.მეშვიდე დღეს გამოვიდა მყუდრო სალოცავიდან,რვა სანთელი წაიღო დაცხრა მთას იქით წავიდა.1974
ჯავახაძე ვახტანგ

ჯავახაძე ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი