↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ერთნაირად არ ანათებს

ჯავახაძე ვახტანგ

2011-11-121 წთ საკითხავი26987 ნახვა

—
ერთნაირად არ ანათებსდიდი მზე და პატარა მზე,უკვდავები ტახტზე სხედან,მოკვდავები - ქანდარაზე.ზოგიერთი პირველია,ზოგიც უპირველესია,ზოგ-ზოგისთვის არც არსებობსვენერა და ვენეცია.ერთს საკანი ელოდებადა მეორეს საქანელა,მესამესთვის სულერთიასაუნჯე და საქონელი.არ გალობენ ბულბულები,თუ არა აქვთ ფულ-ფულები.თუ შაყირობს შაჰინშაჰი,ტაშს უკრავენ შაჰის შაყირს...და ამაყი ათეისტითეორიებს აგვირისტებს,ხელში ხატი უკავიაპირწავარდნილ ანტიქრისტეს,მისხალ-მისხალ აბალანსებსწუთისოფლის პლიუს-მინუსს,ყველა უსმენს,ვინც უნდა დავინც არ უნდა მოუსმინოს.ქანდაკება გეგონება,ენასაც რომ აშეშებდეს...ასე მიდის ეს ცხოვრება -ამგვარად და ასე შემდეგ...1979
ჯავახაძე ვახტანგ

ჯავახაძე ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი