პოეზია · ლირიკა
* * * ეს არის ომი
ეს არის ომი,სისხლისმღვრელი,ხანგრძლივი ომი,სასტიკი,სამკვდრო-სასიცოცხლო,დაუნდობელი.ერთ მხარეს დგანან: სერვანტესის დედა და დები,ვან გოგოს ძმა და სააკაძის უმცროსი ბიჭი,დეკაბრისტების ცოლები და პუშკინის ძიძა,არმსტრონგისა და გაგარინის ამხანაგები...მეორე მხარეს ერთსულოვნად ჩასაფრებულან:ქრისტეს მოწაფე,აბელის ძმა,მეფისტოფელი,ოძელაშვილის ნათლიმამა,ჰამლეტის ბიძა,ჰეროსტატე დანერონი დასალიერი დაჯორდანო ბრუნოს ჯალათი და ლორკას ჯალათი...გრძელდება ომი,სისხლისმღვრელი,სასტიკი ომი.1969