პოეზია · ლირიკა
* * * ეს რა ხდება
ეს რა ხდება,ღმერთო ჩემო,ცეცხლში ყრიან გვირგვინებს,ჭირისუფალს ეცინებადა ხუმარა ქვითინებს.ჩანჩქერს სძინავს,ხავსი ლამობს,სიო ააბიბინოს,ძაღლი კატას ეფერება,მწყერი მისდევს მიმინოს.მზე არ ჩადის,მთვარე ჩადის,ღმერთი გვწყალობს ამინდის,მგლები ფარას დარაჯობენ,თევზი წყლიდან ამოდის.მწვანე ცა და ლურჯი მდელოთავს იკლავს და იფასებს,აკვნებს ჩარხავს მესაფლავე,ღმერთი დადის მიწაზე.ანგელოზებს აუვსიათძველი საბაღნარონი,მოცარტს ჰკოცნის სალიერიდედას ჰკოცნის ნერონი.ოთხმოცი წლის ბარათაშვილსვხედავ:ზის და მარტვილობს,დაიჭექა:ლერმონტოვისტყვია მოხვდა მარტინოვს.დგას და უსმენს ბეთჰოვენიაფეთქებულ ბეღურებს,და ყველაფერს ჰომეროსიშეჰხარის და შეჰყურებს...არა! ღმერთო!ნუ მომიშლისასურველს და სანატრელს,ყველაფერი ისე დარჩეს,როგორც იყო მანამდე.დარჩეს სამი წელიწადი,სამი თვე და სამი დღე,ახლოს იყოს ჯოჯოხეთიდა შორს იყოს სამოთხე.1978