პოეზია · ლირიკა
* * * არც მინდა
არც მინდა,ყველას მოვწონდე,არც მინდა,ყველას ვუყვარდე,საკმარისია -ოცამდე,ან კიდევ -ოცდახუთამდე.
არ მინდა,ჩემი ტირაჟოაცილდესათი ათასებს,მაქებდნენპალესტინაში,მაღიარებდნენმალტაზე.
მე მირჩევნია,დიდგორისაღმართზეგავყვე მეგობარსდა გზაზეჩემი სტრიქონიშვილივითშემომეგებოს;
და შვილზე მეტადმომენდოსმიწის ყოველი მტკაველი...არ დაიჯერო,პოეტო,არ ითარგმნებატკივილი.