↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მჭირს უცნაური ალერგია

ჯავახაძე ვახტანგ

2011-11-121 წთ საკითხავი26990 ნახვა

—
მჭირს უცნაური ალერგია:ამინდს ვერ ვიტან ნელექიანს;კბილებით მიჭირავს სული და ნერვი დაორპირს და ფარისეველს ვერ ვიტან.მეგობრის მოღალატეს ვერ ვიტან,მოღალატის მეგობარს ვერ ვიტან.მეშვიდეთა და მერვეთაპირველობასაც ვერ ვიტან.მილიონერ მეზობელს,მილიონერ ბიძაშვილს,ჰონორარებს სალაროში,ოქროებს მიწაში,ოცკარატიან ბრილიანტს,სამსართულიან აგარაკს,აუტანელ სიცხეს,გაუტანელ ამხანაგს,გაქცევას სუფრის ველიდანდა ბავშვის ტირილს ვერ ვიტან.ლამაზ მსახიობს ვერ ვიტან,ვერ ვიტან იუბილართა ელიტასდა აღტაცებას მაშინდელს,როცა გუგუნებს რევიუ...ალერგოლოგი მამშვიდებს,თანდათან მოერევიო, -და თუ ვერ მოერევიო,თანდათან შეეჩვევიო.1982
ჯავახაძე ვახტანგ

ჯავახაძე ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი