↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ორი მეგობარი

ჯავახაძე ვახტანგ

2011-11-121 წთ საკითხავი26991 ნახვა

—
ორი მეგობარი ერთმანეთს შორდებავერავინ გაიგო,ვინ არი დამნაშავე,ორი მეგობარი ერთმანეთს შორდება,მძიმე საიდუმლოს არც ერთი არ ამჟღავნებს.ორი მეგობარი ერთმანეთს შორდება,ვერავინ შეარიგებს,ვერავინ დააზავებს,ორი მეგობარი ერთმანეთს შორდება,ვინ არი,ვინ არი,ვინ არი დამნაშავე?მსაჯულო!შენ უნდა მაღირსო შენდობა,გული მოგანდე და სული მოგაბარე:ორი მეგობარი ერთმანეთს შორდება, -მე ვარ მესამე მეგობარი!1971
ჯავახაძე ვახტანგ

ჯავახაძე ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი