პოეზია · ლირიკა
* * * ოსტატი ცდილობს
ოსტატი ცდილობს, მოძებნოსშეცდომა დიდოსტატის,ვერტიკალურად ოცნებობს,ვერტიკალურად დადის.ჭკუას ასწავლის ბადიშებს,ადგენს ღიმილის ნორმას,ქელეხშიც სკამებს პატიჟებს,ქორწილში სკამებს ნომრავს.დანომრილების კუთხურებსიგერიებს და ასწრებს:ვერტიკალურად კითხულობსჰორიზონტალურ აზრებს.არ ემზადება წინადღეს,არაფრად აგდებს ამინდს,არაწესიერ წილადებსარ ეუბნება ამინს.არ უყვარს პერიფერია,უყვარს საკმევლის კმევა...ხანდახანჩემი მტერია,ხანდახანთვითნ მე ვარ.1983