პოეზია · ლირიკა
* * * ვერ ვიტან ცოცხალ გენიოსს!
ვერ ვიტან ცოცხალ გენიოსს!არ მჯერა, ეჭვი მერევა,ჯერ არა, განსჯის მომხრე დაგანკითხვის მომხრე მერე ვარ.მაფიქრებს ალბათობა დამაძალებს შესაძლებლობა,როდესაც ამხედრებულირაინდი ლაფში ეფლობა.არც მუზარადი ეხურა,არც ქოლგა გადაქოლგოდა,პარნასზე ისე ავიდა,არ გაუვლია გოლგოთა.აბა, როგორღა გაარჩევსიკეთესა და სიავეს,როცა საეჭვო ნისიასსახელიც ანისიავებს,როდესაც ახარისხებენათას კილოს და კილოკავსდა როცა პირწავარდნილიდუშმანი ხელებს გილოკავს?!ასეა, ასე იქნებაცთუნება ჰარმონიათა -შემდეგამდე და შემდეგ დაშემდეგის შემდეგ - ნიადაგ.ხოლო გვირგვინი, შეთხზულიდაფნით და გეორგინებით.ქელეხის შემდეგ, ბატონო,ქელეხის შემდეგ იქნებით!