პოეზია · ლირიკა
P.S. მინაწერი წიგნზე „უცნობი“
ტალახიან ბთინკებით - შენს უწმინდეს ტაძარში -შემოვიჭერ, კიდევ კარგი, ამჯერადაც გადარჩი!მაპატიე (თუმც ბოდიში აღარაა მოდაში)შენი დაფლეთილი სულის უნებლიე მონტაჟი!არ გაბრაზდე მოშურნეთა ლაყაფზე და ღადავზე,არ გაჯავრდე: უფრო მეტად ფარდას აღარ გადავწევ,და მტრებს აღარ გაგიმრავლებ: მაძღარ მოხალისეთამემკვიდრე და მეინახე ბევრი დადის ისედაც:შვილიშვილებს შევუნახავ ათიოდე ნეგატივს,ამათი დროც დადგება და გამჟღავნდება ეგ ათიც:ოდეს შენი დიდებული ჩამავალი ჩავიდა,ჩევნ რომ ვიცით, სწორედ იმან გამოიდო თავი და,შენ რომ ჩემზე უკეთ იცი, ისიც გამოგვეცხადა,როგორც შემოდგომის ყვავი -გაზაფხულის მერცხალთან,და გაიყო სასაფლაოს სამუდამო ხარვეზით -რაც შენ მაშინ იცოდი და რაც ჩვენ ახლაც არ ვიცოდით.1995