პოეზია · ლირიკა
ავტოპორტრეტი
ძალა ჰქონია ავტოპორტრეტს - ანდამატისა,ბევრი ხატავდა, - ბევრის გვარი გამიგონია:გოგენი, გოგენი,კურბე, კურბე,მონე, მონე,მარკე, მარკე,მატისი, მატისი,გვარდი, გვარდი,რუბენსი, რუბენსი,ვერონეზე, ვერონეზე,დეგა, გოია; დეგა, გოია;კანო, დომიე, კანო, დომიე,რუსო, რუნგე, რუსო, რუნგე,დორე, პუსენი, დორე, პუსენი,ჯოტო და ვატო, ჯოტო და ვატო,რემბრანდტი და რემბრანდტი დატულუზ-ლორტეკი, ტულუზ-ლორტეკი,შემომცქერიან - სარკეებთან მოფუსფუსენი,აოცებთ ჩემი - გალექსილი ავტოპორტრეტი.