პოეზია · ლირიკა
აიეტი! - აიეტი!
ბატონ აიეტს ვახლავარ ორმოცდაათი არხით:ხალხით და ბაირაღით და ჯანყით და იარაღით.მორთმეულია სამყარო გობით, სულო და გულო:მარელისი და მარსი და ხურცილავა და ხულო.ხორვატებსა და ხომალდებს ქარი არხევს და არყევსდა ვიცვლით დონჟუანივით საყვარლებსა და არხებს.სუეცი გინდა, ბი-ბი-სი, პანამა, სი-ბი-ესი,მივყვები საკაბელოს და შევდივარ სიბერეში.კოლხეთს ვიხსენებ, მედეას, უკუღმა ტრიალს ჩარხის:ერთი რომ მაინც ჰქონოდა აიეტ მეფეს არხი?!ერთი რომ მაინც ჰქონოდა არხი კაპიტან ნემოს?! -კიდევ კარგი, რომ არ ჰქონდა თავისი არხი ნერონს!