პოეზია · ლირიკა
* * * ჩემი ცხოვრების მკითხველო
ჩემი ცხოვრების მკითხველო,ჩემო მსაჯულო,მე მაინც მინდა,მაინც უნდა შევინარჩუნოთოკზე გასული მუშაითის წონასწორობადა არ ჩავთვალო ჩემი თავი ჭკუის კოლოფად, -არამედ შენს ხმას მოვუსმინო,ჩემზე ძლიერო,და არასოდეს მოვითხოვო სამაგიერო.მე მხოლოდ დიდმა სიხარულმა გამათამამა:კარგი არა ვარ,მაგრამ კარგი შვილის მამა ვარ.1968