პოეზია · ლირიკა
* * * ცხრა წელიწადს სახლს აშენებ
ცხრა წელიწადს სახლს აშენებ,ვახტანგ აღმაშენებელო,ყველას უნდა შენ ეახლო, ყველას უნდა შენ ეფერო.გაყიდედა სიბერეს ელოდები გაყიდული,შენ რა დაგხვდა,სხვას რა უნდა დაუტოვო ცხრაკლიტული?!დაეჭვებულ შთამომავალს მაინც ბურჯად ეგულები,პალატები ელანდება - ლექსით აშენებულები.ალბათ უარს არ ეტყოდა უზარმაზარ უჯარმასაც,თუმცა ბევრი ჩანაფიქრი ბალახივით გაისრისა,ვახტანგს ერგო ვახტანგური და კეისარს კეისრისა.შენ რად გინდა ავგაროზი,შენ რად გინდა ამულეტი, -რაც არა გაქვს,როგორ უნდა ჩამოგართვანმამულები?!
1991