პოეზია · ლირიკა
* * * ყველას თითო რჩეული ყავს
ყველას თითო რჩეული ყავს,ცის - მეფე და ვის - პაიკი,მე კი ერთნაირად მიყვარს,რაკი მიყვარს, - ის და იგი.ვინ დამბადა,ვინც გამზარდა,ავღიღინდი მისი ნებით,სულ სხვა ხმაზე ჭიკჭიკებენისინი და ისინები.რიგი ფერით განირჩევა,რიგი - სისხლით, რიგი - ვენით,ძველ ადგილებს იკავებენიგივე და იგივენი.ხან ვტირი და ხან ვიცინი,და ხან ჩუმად ვიგინები:კვლავ სცენაზე გამოდიანიგინივე იგინები.1983