პოეზია · ლირიკა
არა! არა! არა!
(პალიმფსესტი)კმარა! გულმა შეგიწყნარა: ჩქარა მოვალ, ჩქარა!მომეჯარა ფარატინა ბარათების ფარა,არაგვივით ამაჩქარა, ისევ შემაყვარა -ანკარა და თავანკარამ შარაგზა და შარა.ჩქარა მოვალ! არაგვს მოვდევ ბედის ანაბარა,ჟრუანტელმა დამიარა, არაბს დამადარა,გამახარა, გამატარა, გამაუჩინარა,ფარაონის მარაოზე ჩქარა დამაწყნარა.ვერც მუქარა მომეკარა, როგორც ვიგინდარა,ვერც მუდარა მომეპარა, - მომდევს წარამარა.პატარა და კაფანდარა - ბრუნავს ფიქრის ჯარადა ნაღარა ისე რეკავს, როგორც მაღვიძარა.ჩქარა მოვალ! თუ გათენდა, თუ გამმოიდარა,ფანჯარასთან გიდარაჯებ ყარაულის დარად.არაკს გეტყვი: არმზადა როგორ ეზიარა, -დაგავიწყებ ცხელ იარაღს და ვარვარა ვარამს.კმარა! წყნარად დასაღვრელი ცრემლი დაიღვარადა ჭაღარაც მომეპარა:ჩქ-არა!ჩქ-არა!ჩქ-არა!1974