პოეზია · ლირიკა
არა და არა!
სამსართულიან სასახლესარ აშენებდა არავინ,არ გაუმართავთ გარშემოხუთი მაღალი კარავი,არც ორ წელიწად წკრილიარ გაისმოდა ამწეთა,არც ბულდოზერი -თერთმეტი -მთვრალივით არ ბარბაცებდა.არ ხმაურობდა ეზოშიავტომანქანა ცამეტი,არ მოუზიდავთაას შვილიტონა ქვიშა და ცემენტი.არ გაუხსნიათთორმეტისახელოსნო და დუქანი,არ ჩამოსულა რაჭიდანშვიდი რაჭველი დურგალი.არავის მოუტანიაფიცარი ათას ოთხასი,არ ტრიალებდა თექვსმეტიმღებავი ჩვიდმეტ ოთახში.არ ჩაუყრიათ ეზოშითვრამეტი ძირი ადესა,არც ინგლისური ბულდოგიმოუყვანია ნათესავს.ვერ შენიშნავდით აივნისკუთხეში თერთმეტ იადონს,ამ ორი ბარი სად იყო,ან სამი საბილიარდო?!არ ციმციმებდნენ ფოთლებიპალმის და ფორთოხალისა,არ გაუშლიათ დარბაზშიხუთი ფინური მაგიდა,არ გუგუნებდა სუფრულიღირსეულ მოამაგეთა.არ დაქანცულდა თოთხმეტიმეზობელი და მსახური,არ დალეულა ორ დღეშიორასრვა ლიტრი კახური.არც შარიშური ისმოდამწვანე ბაღთა და ბაღჩათა,და არც სამსართულიანისასახლეარსად არ ჩანდა.1973