↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ანტილექსი

ჯავახაძე ვახტანგ

2011-11-121 წთ საკითხავი26995 ნახვა

—
ლექსი აღარ მეწერება: მომენატრა ანტილექსი,ის წამიყვანს და მიმიყვანს ან ტაძარში ან დილეგში.ბევრს ვერ დავწერ, დიდი-დიდი, მოვახერხო ანტიათი.ვერც გრიგალი შემაჩერებს და ვერც ანტიგანთიადი.გავთამამდი, გავხალისდი, კიდეც გავჯავარიანდი,და გამოჩნდა ჰორიზონტზე ნაღდი ანტივარიანტი:ასიოდე ანტიცხენი რიგში იდგა ბენზინისთვის,თხა ვენახმა შეჭამა და იცინოდა პესიმისტი.ისე უცებ მომეპარა, ვერ მოვასწრე შეხამება,ცოლის ნათესავებივით ბუნდოვანი შეღამება.თვალი ფრთხილად მოვარიდე გამართლებულ კურიოზებსდა ბიჭივით ავირბინე მთვარის ფუნიკულიორზე:აქეთ იდგა ამირანი, იქით იდგა აქილევსი,და მათ შორის მთვარესავით ამოვიდა ანტილაქსი.1990
ჯავახაძე ვახტანგ

ჯავახაძე ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი