↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხელიდან წასვლა

მახარობლიძე გიორგი

2013-11-121 წთ საკითხავი1773 ნახვა

—
თქვენ თურმე უფლისწულს ელით დააკორდსაც აიღებთ ფორტეთი,რადგან პესიმისტებს ვერ იტანთ,მეც გაღიმებული გშორდებით.
არსად არ მინდოდა, გამეშვით -ვიცოდი, მარტოობა შემშლიდა.იმ დღეს ცამ ჩამხედა თვალებში,იტირა, იმგვარად შეშინდა.
და არის ქვეყანა ჭრელი დადაცლილი გრძნობით და სითბოთი,ხომ ნახეთ, ვერ გავუძელი და,ხომ ხედავთ, ყოველდღე ვითრობი.
იები ჭკნებოდნენ როდესაცდა ორკესტრს უსმენდა ელიტა,ეს ჩემი ძახილი მოგესმათ,არყით ჩახლეჩილი ყელიდან.
არა ვარ არც მადლობელი დაარც გამჩენს გაჩენას ვუჩივი,რად სჩანხართ მომწყდარი ცრემლიდანასეთი კარგი და გულცივი?!
ეძებეთ, ძებნას ვინ დაგიშლით?მზის შუქზე გამოდით ბნელიდან.როდესაც თქვენ ხელი გამიშვით,მე მაშინ წავედი ხელიდან.
როდესაც ხანჯალი მჭრელი დაშხამით ალესილი დამისვით,თქვენ იღიმებოდით მშვენივრადდა მეც სულს ვღაფავდი ხალისით.
ვიცინებ ოცნებით დაღლილიადრინდელ ჩემს სადარდელიდან.დაგნებდი, თეთრ ბაირაღივითწერო აფრინდება ლელიდან.
კვლავ მტკივა იარა ძველი დამაქვს ფრთები დალეწილი ქარიშხლით.ეჰ, მაშინ წავედი ხელიდან,ხელიდან როდესაც გაგიშვით...

მახარობლიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი