პოეზია · ლირიკა
*** "დაცარიელდა უცებ გზა შარა"
დაცარიელდა უცებ გზა შარა,მაისის წვიმამ ცა გადასერა:ჯერ არწივივით ფრთები გაშალა,მერე ხეებზე ჩამოასვენა.ეს ჩვენი ბოლო საღამო იყო,თვალს უეცარი კაწრავდა ელვა,ქარში ბაირაღს არხევდნენ თითქოს –ისმოდა წვიმის წვეთების ღელვა.1949წ