პოეზია · ლირიკა
*** "დე, ასე ქროდეს"
დე, ასე ქროდეს, ქროდეს და ქროდეს,ფრთებდაგლეჯილი ქვითა და ქვიშით...მე მინდა ჩემგან სახსოვრად გქონდესამ ქარის უცებ ჩადგომის შიში.
ეს სულ არ არის ამინდის ბრალი,არც ღვინის ბრალი... მეც ვგრძნობ და ვიცი,თუმცა ხეები გვანან დღეს მთვრალებსდა მტკვარიც თითქოს შიგნიდან იწვის.
ეხეთქებიან ტოტები ტოტებს,ზეცას იკლებენ ვაით და ვიშით.და მაინც, ჩემგან სახსოვრად გქონდესამ ქარის უცებ ჩადგომის შიში.1957წ