პოეზია · ლირიკა
*** "დე, მოსახდენი მოხდეს"
დე, მოსახდენი მოხდეს! ახია!ეს გრძნობა ჩემზე ბევრად დიდია...აქ სადღაც ახლოს შენი სახლია_ზედ ელდის დიდი ზარი ჰკიდია.თუ ფიქრობ... თუმცა რა საჭიროა,ესეც ზერელე საუბარია...მე კვლავ გამეხსნა ძველი ჭრილობადა ყველაფერი იმის ბრალია.1955წ