↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "თურმე ტყუილად დავაპე შეშა"

ჭილაძე ოთარ

2006-04-131 წთ საკითხავი25579 ნახვა

—
თურმე ტყუილად დავაპე შეშა,თურმე ტყუილად დავანთე ცეცხლიაუხდენელი ოცნება შემრჩა,როგორც ძვლ ბუდეს - ბუმბული მერცხლის.
როგორც მოვიდა, ისევე წავა,უცაბედია წვიმაც და ქარიც.ისევე წავა... თითქოს მახსენებსშენს წასვლას ჩუმად ჭრიალებს კარი...
და იკლაკნება ბუხარში ბოლი,თითქოს იხრჩობა და შველას ითხოვს...ჯერ არ ყოფილხარ შენ ასე შორი...ყოველთვის შორი იყავი თითქოს.1955წ
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი