პოეზია · ლირიკა
*** "მოაკივლებენ სარკმელს ქარები"
მოაკივლებენ სარკმელს ქარებიმოახეთქებენ ბრაზით დარაბებს...მაგრამ შენ ქარიც არ გეკარება –არ სცნობ არავის, არ გრძნობ არაფერს.
აგბეზრებული თოვლით და ჩვენით,ისევ გარდასულ დღეებს იხსენებ.იმ დღეს ქუჩაში მოყავდათ ცხენი –ასე ეჭირა მასაც კისერი.1956წ