პოეზია · ლირიკა
*** "მიყვარხარ"
მიყვარხარ, როგორც გლეხს უყვარს მიწა,როგორც დასიცხულ მიწას _ ღრუბელი.მაინც მიყვარხარ, მებრძვი თუ მიცავ,ჩემი მხსნელი ხარ თუ დამღუპველი.და წინ, კარივით, მეხსნება სივრცე,თითქოს ბავშვისთვის წამალი მიმაქვს...ეს გრძნობა ჩემში სინანულს იწვევსუკვე გარდასულ დღეების მიმართ.ასე იქცევა ნახატი ხატად,ლერწამი – სტვირად და ორთქლი – წვიმად...ეს გრძნობა ჩემში იმედებს ბადებსჯერ მოსასვლელი დღეების მიმართ.