პოეზია · ლირიკა
აგარაკი
აცვივა წიწვი გადაშლილ წიგნებს,ჭადრაკის დაფებს,ზურგებს და მუცლებს...რაღაც გაკლია და ფიქრებს იკრებ ,რაღაცა მოგწონს,რაღაცას უძლებ
და აგარაკის მშვენიერ ქალებსკვლავ ყალბი ვნების ბურანში ახვევდა სადღაც ,სულის სიღრმეში მალავქალაქის მტვერში გაცნობილ სახეს.
იმ ქალაქივით ძვირფასს და უშნოს,იმ ქალაქივით მტანჯველს და კეთილს,დღემდე სათუთად ინახავ სულში,თუმცა არ იცი რას ნიშნავს შენთვის
აცვივა წიწვი გადაშლილ წიგნებს,რომლებსაც ალბათ ფურცლავენ მხოლოდან არც ფურცლავენ...ასე სჯობს იქნებ,ვინც ცოტა იცის ,უფრო ბევრს ცხოვრობს
და უცებ ამჩნევ სადგურის კივილსჩნდება ქალაქი მძიმე ხიდებითდა როგორც მალე განსაცდელ ტკივილსგინდა გასცილდე და ვერ სცილდები .
სადგური კივის კივის და კივისოფლგადასკდარი ლითოი ბრწყინავსშენ კი იხსენებ უბრალო ღიმილს-გამქრალს დაკარგულს დიდი ხნის წინათ.1957წ