პოეზია · ლირიკა
2 სექტემბრის ქუჩა
პორტიდან ისმის გესმის საყვირი,გემი კი ნიშნავს მეზღვაურებს,ან უფრო სწორად,მუშტრებს, რომლებმაც იციან ფასინაუცბათევი სიყვარულის...ბავშვებო კმარა!სასწრაფოდ უნდა დაცალოთ ქუჩა,ისედაც ვიწრო.აქ ჩაივლიან მეზღვაურები,სხვების მამები და სხვების ქმრები,დანატრებულნი ოჯახურ სითბოს,დახარბებულნი დამპალ ცხოვრებას...და თუკი დღისით თქვენ გეკუთვნოდათ,ახლა ბნელია ეს ჩვენი ქუჩა.აკრიეფთ თქვენი თოჯინებიც...ეს თოჯინებისაკუთარ ბავშვებს გაახსენებენჩვენს მეზღვაურებსდა ჩვენ დავკარგავთ ერთი ღამის ბედნიერებას –ბავშვებო, დედების ხათრით,დაგვითმეთ ქუჩა!1961წ