პოეზია · ლირიკა
ომის გახსენება
ოთახში ბნელა ისვრიან ისევოთახში ბნელა ზრიალებს მინა.კედელზე ჩრდილი იგრძელებს კისერს.ოთახში სძინავთ ან ვითომ სძინავთ.მაგრამ ძილშიაც გრძნობენ და ესმით,როგორ ისვრიან ოთახში ბნელა.და როგორც მიწის წიაღში თესლი,ლოგინში ბავშვი ტრიალებს ნელა,რადგან არავინ არ უნდა მიხვდეს,რომ გაეღვიძა, ზრიალებს მინდა.დამფრთხარლი ჩრდილი კედელზე მიხტისდა მაგიდაზე რაღაცა ბზინავს.1958წ