პოეზია · ლირიკა
პირსახოცზე ამოქარგული მამალი
განა არ ყივის ჩემი მამალი,შენს პირსახოცზე ამოქარგულიწითელი ძაფით.როცა პირს იბან, ხომ ყივის ხოლმე.ხომ გათამამებს სიცოცხლისათვის.კისერგაწვდილი და აფოფრილი,ხომ ემზადება საიერიშოდ,რომ გაგიფანტოს უჟმური სიზმრითმოგვრილი სევდა.ანდა ცალ ფეხზე ხომ ხტუნავს ხოლმე,რომ გაგაცინოს და გაგახსენოსცხრა მთის გადაღმა თუნუქის ყუთშიჯიუტი ხელით ჩასმული ცეცხლი,ამოხტომას რომ ცდილობს ყუთიდან,როგორც მამალი... ფეხებშეკრული.1968წ