პოეზია · ლირიკა
*** "მე ახლა მხოლოდ ამ თოვლით ვცხოვრობ"
მე ახლა მხოლოდ ამ თოვლით ვცხოვრობ,მათოვს და მათოვს თეთრი ვარდები,და როგორც შენი დუმილი - თოვლიცსავსეა თრთოლვით და ჟრუანტელით...
სავსეა, სავსე... და მხარზე მაზისმხურვალე თოვლი არწივის მსგავსად.და შავად ბზინავს ტრამვაის ხაზი,რომელიც უკვე არ მიდის არსად...
ფრთებშეტრუსული მიფრინავს ქარი,თითქოს დააფრთხეს ჩემმა ჩრდილებმა...და მავიწყდება ზურგს უკან მდგომიმოვალეობა და მორჩილება.1958წ