↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "მე აღარ მახსოვს"

ჭილაძე ოთარ

2006-04-131 წთ საკითხავი25541 ნახვა

—
მე აღარ მახსოვს, რაზე ვფიქრობდი,რას ვაპირებდი, სანამ გნახავდი.მე მქონდა გზები და დრო მიჰქროდა,სანამ გნახავდი, სანამ გნახავდი.
და სანამ ასე ვცხოვრობდი ჩემთვის,სანამ ვარკვევდი, რა უნდა მეთქვა,მე უცებ გავხდი ვიღაცის ღმერთი,ვიღაცის სუნთქვა და გულის ფეთქვა.1958წ
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი