↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "იანვრის დილა..."

ჭილაძე ოთარ

2006-04-131 წთ საკითხავი25537 ნახვა

—
იანვრის დილა... აიღე ქუდიაიღე პალტო.. და ჩქარა - გარეთ!არ შეყოყმანდე არცერთი წუთიდაუფიქრებლად წაყევი ქარებს.
გადადე საქმეც, გადადე წიგნიცდა აღიარე, რაც ყველამ იცის,რაც ჩუმად ცხოვრობს შენში, შენს შიგნით,რითაც ამდენი ხანია იწვი.
იანვრის დილა... დე, დაგრჩეს ქუდი,დე, დაგრჩეს პალტოც... და ჩქარა გარეთ!ხანდახან წუთი სიცოცხლეს უდრის -დაუფიქრებლად წაყევი ქარებს...1959წ
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი