პოეზია · ლირიკა
*** "ისევ დამარცხდა"
ისევ დამარცხდა, დაცხრა ზამთარი...დაკონკილ დროშას მიითრევს, მიდის...და ბევრი მწარე დღის გადამტანი,გალუმპულ ტოტზე ფრთხიალებს ჩიტი.
ის ხის სულია: ლაღი, კეთილი,მომნიჭებელი ცის და ნუგეშის,განმტკიცებული და განწმენდილიზამთრის სიმკაცრით და სიუხეშით.
მის ხმაზე ქვებიც უნდა აყვავდნენ,რომ ჯადოსნური ფშვინვით და თრთოლვითკვლავ ჩაკლან ეჭვი, როგორც აქამდეჩაუკლავთ არა ერთი და ორი.
მხოლოდ მის ხმაზე იხსნება კარიდა შეჩვეული დუმილს და ლოდინს,ფრთხილად მოცოცავს ოცნება გარეთ,ვით შინ გაზრდილი მცენარის ყლორტი.
მხოლოდ და მხოლოდ მის ღვთიურ ხმაზეჩვენს შორის ისევ იდება ხიდიდა ამიტომაც ზეიმობს ასეეს ერთი სულის შებერვა ჩიტი1974წ