↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "მართლა არავინ არ იცის ალბათ,"

ჭილაძე ოთარ

2013-04-131 წთ საკითხავი24055 ნახვა

—
მართლა არავინ არ იცის ალბათ,სუნთქვა და ცქერა ჩემსავით ხარბად.მომეცი ნება - მეც ვიშრიალო -შენს ხეებიდან ყველაზე დაბალს.ვით ეგებები წვიმებს და ქარებს,მეც შევეგებო, მომეცი ნება.ღამით როდესაც ამოდის მთვარე,შენი ჩრდილები ჩემს გულზე წვება.და იმ უეცარ წვიმებს და ქარებსმეც შეუმჩნევლად მივყვები მაღლა...გამიღე კარი, გამიღე ჩქარა! -მე შენგან შენთან მოვსულვარ ახლაც.1960წ
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი