პოეზია · ლირიკა
*** "შარშანაც ასე დაიწყო ზუსტად"
შარშანაც ასე დაიწყო ზუსტად:უცებ გადაწყდა ფოთლების საქმედა მხოლოდ ერთი, ყველაზე სუსტი,ხელისგულივით აწვება სარკმელს.მოცოცავს ლურჯი ასფალტის ხავსი.შიშვლდსება ქუჩა და სახეს კარგავს,და გაქვავებულ მდინარის მსგავსად,ყველაზე უფრო თავის თავს არ ჰგავს.გაქვავებული მდინარის მსგავსი,სილის ქვეყანას ვეღარ მიათრევსდა ლაქებივით არტყია ტანზე,რაც მორჩენიათ სახლებს სინათლე.1968წ