პოეზია · ლირიკა
ამოვათრიეთ ნაპირზე ნავი
ამოვათრიეთ ნაპირზე ნავი,დავაგდეთ, როგორც ზვიგენის ლეში...და სიგარეტი, სველი და შავი,მკვდარი მწერივით მეჭირა ხელში.
შეუმჩნეველი სხვა დღეთა შორის(ასე უკვალოდ გაქრობის ღირსი)და როგორც არა ერთი და ორი -ჩვეულებრივი დღე იყო ისიც.1968