↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბაგრატის ტაძრის ნანგრევებზე

ჭილაძე ოთარ

2001-09-121 წთ საკითხავი40773 ნახვა

—
სვეტის ფუძეზე ჩამომჯდარა ბაგრატის ლანდი,უხმლოდ, უსკიპტროდ, უგვირგვინოდ დამჯდარა იგი,უხმლოდ, უსკიპტროდ, უგვირგვინოდ ... ამ უძველესიტაძრის დარაჯი გეგონებათ ერთი შეხედვით.
უხმლოდ, უსკიპტროდ, უგვირგვინოდ დამჯდარა იგი...მარტო ჯდომაზე თუ შეატყობს მეფობას კაცი,მარტო ჯდომაზე თუ შეატყობთ,რომ სიამოვნებსმის სანახავად ამოსული ამდენი ხალხი.
უხმლოდ, უსკიპტროდ, უგვირგვინოდ დამჯდარა იგი.მუხლზე ჩუქურთმის პაწაწინა უდევს ნამტვრევი,როგორც ფასკუნჯის მკვდარი ბარტყი, იმდენად მკვდარი,რომ აღარც ფერი შერჩენია, აღარც ნაკვთები.
უხმლოდ, უსკიპტროდ, უგვირგვინოდ დამჯდარა იგიდა ბროწეულის ზანტი ტოტი, ვით სისხლის შხეფი,იელვებს ხოლმე... და ცოცხლდება ირგვლივ ყოველი:ჩამოქცეული სვეტიც, თაღიც, კედელიც, კარიც -
ისევ იბრუნებს პირველყოფილ სახეს თავსასროგორც სიზმარში...ან დღევანდელქართველის გულში.
1974
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი