↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "სხვის მანქანაში ჩავტოვე ბარგი"

ჭილაძე ოთარ

2013-04-131 წთ საკითხავი24056 ნახვა

—
სხვის მანქანაში ჩავტოვე ბარგი,სხვას შევაჩეჩე სავსე ჭიქებიცდა ეს ვარ, რაც ვარ, ავიც და კარგიც,საგანი განსჯის თუ განქიქების.
რით ვერ გაიგე, ან რით ვერ მიხვდი,რომ სულ სხვა ვნებით მითრთის სხეული,რომ სულ ერთია ამ წუთას მისთვის,გაშვებულია თუ გაქცეული.
ფოთლის მაგვარი და ფოთლის ხელა,გული ჩრდილივით მიითრევს იმედს,რადგან ჩემს თავზეც ირხევა ნელასილის ნაწნავი, სველი და მძიმე.
და ისევ, როგორც ფოსოში გუგა,ვზივარ ზამთარში და ყოველ დილითთოვლის სითეთრეს ვაბრუნებ უკან,როგორც დედის რძეს გამძღარი ჩვილი.1970წ
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი