პოეზია · ლირიკა
*** "უკანასკნელი დამსვენებლებიც"
უკანასკნელი დამსვენებლებიცთვალს მიეფარნენ... კარგად იყავით!რაფაზე ყრია მკვდარი პეპლები,ერთ ამბავშია ხეზე ჭილყვავი.
მაგრამ თანდათან ეს ხმაც მიწყდება,ჩაეძინება თანდათან ბილიკს...და მთელი ზამთრით დაავიწყდებაეს პაწაწინა სოფელი თბილისს.1956წ